ევროკომისია იმ ქვეყნების დაჯარიმებას გეგმავს, რომლებიც ლტოლვილების მიღებაზე უარს იტყვიან

ევროკომისია ევროკავშირის ტერიტორიაზე ლტოლვილების მიღების წესის შეცვლას გეგმავს. პროექტის მიხედვით, ქვეყნები, რომლებიც ლტოლვილების მიღების ვალდებულებას არ ასრულებენ, დაჯარიმდებიან. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. თითოეულ ლტოლვილზე, რომელსაც მიღებაზე უარს ეტყვიან, 250 ათასი ევროს ჯარიმა დაწესდებს. პროექტს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წევრთა და ევროპარლამენტის დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.
ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ ახალი ნორმების ამოქმედების შემდეგ მიგრაციის საკითხზე დაძაბულობა შენელდება. ასევე იქ მიაჩნიათ, რომ ამას შენგენის ქვეყნებსა და თურქეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებაც ხელს შეუწყობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები