ბერლინში საჰაერო ბურთით სეირნობისას ტურისტები სასწაულებრივად გადარჩნენ (ვიდეო)
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში საჰაერო ბურთით გასეირნებას ტურისტები სასწაულებრივად გადაურჩნენ.
გასეირნება 19-მა ტურისტმა გადაწყვიტა, რათა ბერლინისთვის ზევიდან გადაეხედა.
სწორედ იმ დროს, როდესაც საჰაერო ბურთი 150 მეტრის სიმაღლეზე ავიდა, ძლიერი ქარი ამოვარდა და აეროსტატი უმართავი გახდა. ექსტრემალურ რეჟიმში საჰაერო ბურთის ფრენა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, ხოლო შემდეგ დედამიწაზე მისი დაშვება მოხერხდა.
ახლა შესაბამისი სამსახურები არკვევენ თუ რატომ მუშაობდა ატრაქციონი ამ დღეს, ვინაიდან სინოპტიკოსები ცუდ ამინდს პროგნოზირებდნენ.