"ერთსქესიანთა ქორწინება არ წამოადგენს წინაპირობას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის"

   პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას – კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი გამოეხმაურა. ელჩის განცხადებით, ევროკავშირის მოთხოვნა არ არის, რომ ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს. დიმიტროვმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში შედის 28 წევრი ქვეყანა და არ არსებობს ერთიანი რეკომენდაცია და რეცეპტი, თუ როგორ უნდა განისაზღვროს და ჩაიწეროს ეს ტერმინი კონსტიტუციაში.

„ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, თუნდაც იმიტომ, რომ ევროკავშირში 28 წევრი ქვეყანაა. მათი დეფინიციები ყოველთვის არ თანხმდება. ასე, რომ არ შემიძლია ვილაპარაკო ზოგადი ევროპული სტანდარტების სახელით, თუ ეს იყო მინიშნება ამ საკითხზე, უბრალოდ აღვნიშნავ, რომ ადრეც მითქვამს და ციტირებაც მოხდა ჩემი, ერთსქესიანთა ქორწინება არანაირად არ წამოადგენს წინაპირობას ან ვალდებულებას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მაგრამ, ამავდროულად, როცა არსებობს არჩევანის თავისუფლება, არ უნდა დარჩეს რამე საშულება განსახვავებული რეფერენციების მქონეთა დისკრიმინაციისთვის. ევროკავშირი არ განსაზღვრავს ადამიანის მიდრეკილებას, მაგრამ იცავს იმ პრონციპს, რომ ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი არჩევანი“, – განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოდის ინიციატივით, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული ინიციატივით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები