კანადაში ხანძრის გამო 80-ათასიანი ქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს – ვიდეო

კანადის ალბერტას პროვნიციაში ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო 80-ათასიანი ქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს. ქალაქ მაკ-მარეიში ევაკუაცია მას შემდეგ გამოცხადდა, რაც იქ რამდენიმე ავტოგასამართი სადგური აფეთქდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქში რამდენიმე შენობა დაიწვა. ქალაქიდან გასვლა მხოლოდ ერთი გზით არის შესაძლებელი, სადაც ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლი მალე ვრცელდება ძლიერი ქარის გამო. დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროვებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები