საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა – ფოტოკოლაჟი

30 აპრილს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 25 წელი შეუსრულდა. დღეს ქართული არმია თანამედროვე, მოქნილი, მობილური სამხედრო ძალაა, რომელიც მუდამ მზადაა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად.
დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორია 1990 წლიდან იწყება. 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმია, სწორედ, ეროვნული გვარდიის საფუძველზე განვითარდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ, ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.
ქვეყანას ისტორიის მოკლე პერიოდში რამდენჯერმე მოუხდა თავისი შეიარაღებული ძალების ომში გამოცდა. ქართული ქვედანაყოფები თავდადებით იბრძოდნენ 1992-1993, 2004 და 2008 წლებში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში. რამდენიმე ათასმა ქართველმა ჯარისკაცმა თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას.
საქართველოს შეიარაღებული ძალები 1999 წლიდან აქტიურად მონაწილეობს სამშვიდობო მისიებში – კოსოვოში, ერაყში, ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე. საქართველოს შეიარაღებული ძალები მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან. 1996 წლიდან საქართველო მასპინძლობს „ნატო/პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ სწავლებებსა და წვრთნებს.
2015 წლიდან ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს ერთი ქვეითი ასეული ჩაერთო. 2014 წლის ზაფხულში აღნიშნულმა ასეულმა წარმატებით გაიარა ნატოს შეფასება და ამ ეტაპზე სერტიფიცირების პროცესს გადის.
უელსის სამიტის ფარგლებში საქართველომ ნატოსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტი მიიღო, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას, აძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ამაღლებს ნატოსთან თავსებადობას.
არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოში 2015 წელს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი დაარსდა, სადაც საქართველოსა და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით სხვადასხვა სახის წვრთნები ჩატარდება.
ეს იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 25 წლის განმავლობაშია გაიარა. დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს და ნატოსთან თავსებად შეიარაღებულ ძალად ფასდება.
13165974_1201616253204448_975467739231011979_n 13151873_1201616246537782_7218578090144266108_n 13177987_1201616203204453_3273487186128300237_n 13173651_1201616193204454_1278973394491265375_n 13177839_1201616169871123_7717991576720295540_n 13177373_1201616143204459_1593514125463549671_n 13124909_1201616096537797_8573059865342781123_n 13139146_1201615963204477_4278953820977235806_n 13139324_1201615969871143_7015862974483338634_n 13151643_1201615926537814_5012203728871551329_n 13164226_1201615903204483_3531984544957431136_n 13174079_1201615896537817_7136928400959182153_n 13177417_1201615876537819_7225163278307033348_n 13118840_1201615863204487_5355103558120057848_n 13174083_1201615853204488_3366198454004041912_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები