ესპანეთში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა

ესპანეთის მეფე ფილიპე VI-მ ხელი მოაწერა პარლამენტის დაშლის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესახებ ბრძანებულებას. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება. რიგგარეშე არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც დეპუტატები ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდნენ. აქამდე ესპანეთში რიგგარეშე არჩევნები არასოდეს ჩატარებულა. 2015 წლის დეკემბერში გამართული არჩევნების შემდეგ ესპანეთში ორპარტიული სისტემა დასრულდა. მანამდე „სოციალისტები“ და „სახალხო პარტია“ ესპანეთს ბოლო 30 წლის განმავლობაში რიგრიგობით მართავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები