ევროკომისია თურქეთისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას დათანხმდა

ევროკომისია დათანხმდა თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას. ამასთანავე, „ბი-ბი-სის“ ცნობით, ანკარას მთელი რიგი პირობები წაუყენეს. უვიზო რეჟიმის ამოქმედება ბრიუსელსა და ანკარას შორის შეთანხმების ნაწილია, რომლის ფარგლებში თურქეთი საბერძნეთიდან დაბრუნებული მიგრანტების მიღებას დათანხმდა, სადაც ისინი თურქეთის ტერიტორიიდან არალეგალურად გადავიდნენ.
თითოეული არალეგალი მიგრანტის ნაცვლად, რომელიც თურქეთშია დეპორტირებული, ევროკავშირი ერთ სირიელ ლტოლვილს მიიღებს, რომელიც თურქეთში იმყოფება. ადამიანის უფლებების დამცველებს ამ სქემის ამოქმედების ეფექტურობაში ეჭვი ეპარებათ. ისინი ასევე აცხადებენ, რომ თურქეთი ვერ იქნება უსაფრთხო ქვეყანა დეპორტირებული ლტოლვილებისთვის. თუმცა მიმდინარე წლის აპრილში ევროკომისიის თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება უკვე მოქმედებს. მან ასევე თურქეთის ხელისუფლებას უწოდა „საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოექცეს ქვეყანა ლტოლვილებს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები