ამერიკული ლაინერი ჰავანაში პირველად ჩავიდა

საკრუიზო ლაინერი Adonia პირველი ამერიკული საკრუიზო ხომალდია, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში კუბაში ჩავიდა. მის ბორტზე 700 მგზავრი იმყოფებოდა. ამ მომენტიდან დაწყებული ასეთი ტურები თვეში ორჯერ გაიმართება. ბილეთის ფასი 2 -დან 7,5 ათას დოლარამდე შეადგენს.
ცნობისთვის, აშშ-მ და კუბამ დიპლომატიური ურთიერთობა 2014 წლის ბოლოს აღადგინეს. 2015 წელს ორ ქვეყანაში საელჩოებიც გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები