მოსკოვში მამაკაცი სელფის გადაღების დროს დაიღუპა

 მოსკოვში მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მე–20 სართულის აივნიდან სელფის გადაღების დროს გადავარდა. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ მოსკოვის პოლიციაში შეატყობინეს. პოლიციის ინფორმაციით, მამაკაკი დერჟავინის ქუჩაზე მდებარე 24-სართულიანი სახლის აივანზე გავიდა და მოაჯირზე გადაძვრა. ის სელფის გადაღებას ცდილობდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ძირს გადავარდა. მიღებული ჭრილობებით მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ამჟამად მომხდარის გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები