ბანგლადეშში მკერავის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს

 ბანგლადეშში სამი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ადგილობრივი მკერავის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები. მოკლულს ისლამისტები წინასწარმეტყველის, მოჰამედის შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ. ამის შესახებ „ბი–ბი–სი“ იუწყება. ბანგლადეშის პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაკავებულთა შორის ისლამური რელიგიური სკოლის დირექტორია. ახლა პოლიცია ამ საქმეზე ბანგლადეშის უმსხვილესი პარტიის „ჯამაათ – ისლამის“ წარმომადგენლებს ჰკითხავს. ბოლო თვეებში ბანგლადეშში პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებზე თავდასხმები რეგულარულად ხდება. ყველაზე ხშრად თავდასხმის მსხვერპლნი ათეისტები ან ის პირები ხდებიან, ვინც ისლამის წესებს არღვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები