ბრაზილიელი მეცნიერები – „ზიკას“ ვირუსი იმაზე სახიფათოა, ვიდრე აქამდე ეგონათ

  ბრაზილიელი მეცნიერები აცხადებენ, რომ „ზიკას“ ვირუსი იმაზე სახიფათოა, ვიდრე აქამდე ეგონათ. ვირუსით ინფიცირება არა მარტო ახალშობილების მიკროცეფალიას, არამედ სხვა სახის ნევროლოგიურ დარღვევებსაც იწვევს. ვირუსის საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის ნერვულ სისტემაზე მისი მოქმედება შეიძლება წლების განმავლობას არ გამოჩნდეს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ადამიანების დიდი ნაწილი უკვე დაავადებულია ამ ვირუსით და ამის შესახებ არ იციან. ვირუსით გამოწვეული გართულებები, ძირითადად, ქალებს ემუქრება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ვირუსი შეიძლება უფრო აქტიურად გავრცელდეს. პოტენციური რისკის ზონაში 2 მილიარდ 200 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები