ლატვიამ თავის სანაპიროსთან რუსული წყალქვეშა ნავი დააფიქსირა

ლატვიამ თავის სანაპიროსთან რუსული წყალქვეშა ნავი და სამხედრო ხომალდი დააფიქსირა, – ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა „ტვიტერში“ დაწერეს. ლატვიელი სამხედროების ცნობით, რუსული ხომალდები სანაპიროდან 8 კილომეტრში აღმოაჩინეს. „ბი–ბი–სის“ ინფორმაციით, საუბარია „კილოს“ ტიპის წყალქვეშა ნავზე და საბუქსირო გემზე. ლატვიის ინფორმაციით, გასულ წელს მისი სანაპიროს სიახლოვეს რუსული საბრძოლო ხომალდები რამდენჯერმე გამოჩნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები