ერაყში ორი ტერაქტის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა

ერაყში მომხდარი ტერაქტის შედეგად სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა. „ინდეფენდენტის“ ცნობით, ორი დანაღმული ავტომობილი ქალაქ ეს-სამავაში რამდენიმე წუთის ინტერვალით აფეთქდა. პირველი მანქანა ადმინისტრაციულ შენობასთან აფეთქდა, ხოლო მეორე – ავტობუსის გაჩერებაზე. ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები