ოდესის ცენტრში გამნაღმველები ბომბს ეძებენ

გამნაღმველები ოდესის ცენტრში ბომბს ეძებენ. ოპერატიული ჯგუფები „კულიკოვოს ველის“ მიმდიბარე ტერიტორიაზე მას შემდეგ გავიდა, რაც „ცხელ ხაზზე“  ანონიმური ზარი შევიდა, უცნობმა მამაკაცმა პოლიციას ბომბის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ადგილზე მივიდა ოდესის ოლქის პოლიციის უფროსი გიორგი ლორთქიფანიძეც. მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული სამუშაოები. ამის შესახებ გამოცემა „112 უკრაინა“ იუწყება.
შეგახსენებთ, რომ ოდესაში 2 მაისს პრორუსული აქტივისტების და მათი მოწინააღმდეგეების აქციებია მოსალოდნელი. ეს აქციები 2 მაისის თარიღს უკავშირდება. ზუსტად ორი წლის წინ, 2014 წელს, პრორუს და ანტირუს აქტივისტებს შორის მომხდარი შეტაკებების  შედეგად ოდესაში 48 ადამიანი დაიღუპა.
ამ თარიღთან დაკავშირებით ოდესაში რამდენიმე დღის წინ პოლიციის და ნაციონალური გვარდიის დამატებითი ძალები შეიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები