ჩრდილოეთ კორეაში ქორწილები დროებით აიკრძალა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ქორწილის, დაკრძალვის და სხვა ცერემონიის ჩატარება დროებით აკრძალა. ამის შესახებ „ბი–ბი–სი“ იუწყება. აკრძალვა კორეის შრომის პარტიის მე-7 ყრილობის ჩატარებას უკავშირდება. სამხრეთ კორეის სააგენტო „იონჰაპის“ ცნობით, ყრილობის დღეებში ფხენიანში შესვლა შეიზღუდა, გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებზე თვალთვალი და ჩინეთის საზღვრის დაცვა გააძლიერა. სამხრეთ კორეული მედიის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ჩრდილოეთ კორეა ყრილობამდე ქვეყანაში შიშის ატმოსფეროს დანერგვას გეგმავს, რათა დანაშაული შეამციროს და საზღვარგარეთ ხალხის წასვლის ფაქტები შეზღუდოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები