თურქეთში ერთ დღე–ღამეში მეორე აფეთქება მოხდა

 ათამდე სამხედრო დაშავდა თურქეთის დიარბაკირის პროვინციის ქალაქ დიჯლეში ჟანდარმერიის შენობასთან მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის თაობაზე „როიტერი“ იუწყება. თურქი სამხედროები ეჭვობენ, რომ თავდასხმა „ქურთთა მუშათა პარტიამ“ მოაწყო. მანამდე ტერორისტული შეტევა თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გაზიანტეპში მოხდა. აფეთქების შედეგად ერთი პოლიელი დაიღუპა და 13 დაშავდა. პოლიციის განყოფილებასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები