ფრანგმა ჟურნალისტმა „ისლამური სახელმწიფოს“ ბანაკში შეაღწია და ფილმი გადაიღო – ვიდეო

 ფრანგმა ჟურნალისტმა, რომლის ფსევდონიმია საიდ რამზი, „ისლამური სახელმწიფოს“ ბანაკში შეაღწია და ტერორისტების გვერდით სამი თვე იცხოვრა. მას  ღამის ერთ–ერთ კლუბში ტერაქტის მოწყობაც კი დაავალეს, თუმცა ის არ შედგა. ამ „ექსპერიმენტის“ შედეგად ჟურნალისტმა, რომლის ნამდვილი სახელი არ საჯაროვდება, დოკუმენტური ფილმი – „ალაჰის ჯარისკაცები“ გადაიღო. ფილმის პრემიერა 2 მაისს გაიმართება. თავად რამზის თქმით, მას სურდა, გაერკვია, „რა ხდება რადიკალების თავში“. ჟურნალისტი ამბობს, რომ ტერორისტების ახალ თაობაში ბევრია შემთხვევით მოხვედრილი ადამიანი, რომლებსაც ცხოვრებაში გზა აებნათ. ტერორისტთა ბანაკში ჟურნალისტისთვის მოხვედრა არცთუ რთული აღმოჩნდა, მან ჯიჰადისტებთან კონტაქტები სოციალური ქსელებით დაამყარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები