ჰიმალაის მთებში 16 წლის წინ დაკარგული ალპინისტების ცხედრები აღმოაჩინეს

 ორი ამერიკელი ალპინისტის ცხედარი ჰიმალაის მთებში აღმოაჩინეს. ალექს ლოვე და დევიდ ბრიჯესი 16 წლის წინ დაიღუპნენ, მაგრამ მათი ცხედრები ვერ იპოვეს. ამის შესახებ „ბი–ბი–სი“ იუწყება. 1999 წლის ოქტომბერში ლოვე და მისი ოპერატორი ბრიჯესი, რომელიც შიშაბანგმას მწვერვალზე სპორტსმენის ასვლას იღებდა, ზვავმა დაფარა. ალექს ლოვე თავისი თაობის ერთ–ერთი უძლიერესი ალპინისტი იყო. ის ხშირად სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობდა და არაერთი ალპინისტი გადაარჩინა. ლოვე პოპუპარული იმიტომაც გახდა, რომ მწვერვალზე ასვლის შესახებ ვიდეოებს ინტერნეტში დებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები