ჯონ ქერიმ მოსკოვს სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების მხარდაჭერისკენ მოუწოდა

აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ მოუწოდა მოსკოვს, ხელი შეუწყოს სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებას. ამის შესახებ სააგენტო „ასოშეიტედ პრესი“ იუწყება. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ზეგავლენას მოახდენს ბაშარ ასადის რეჟიმზე, რათა სირიის მთელ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყდეს. სწორედ ამას ითვალისწინებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია. ეს კი არ ხდება. მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ საკითხში გარკვეული პროგრესის მიღწევას“, – განაცხადა ქერიმ ჟენევაში იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნასერ ჯოდასთან შეხვედრის დაწყებამდე. ამასთან, ჯოდასთან შეხვედრის შემდეგ, დაგეგმილია ქერის შეხვედრები გაეროს სპეციალურ წარმომადგენელთან სირიის საკითხზე სტაფან დე მისტურასთან და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ადლ ალ–ჯუბეირთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები