სიეტლში საპირველმაისო დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა

პოლიციის ხუთი თანამშრომელი დაშავდა სიეტლში საპირველმაისო დემონსტრაციის დროს პოლიციასთან შეტაკების შედეგად. აქციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც შავი ტანსაცმელი ეცვათ. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები, ჩირაღდნები და „მოლოტოვის კოქტეილი“ დაუშინეს. დაზიანდა რამდენიმე შენობა. პოლიციამ მომიტინგეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცველებმა ცხრა ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები