ეგვიპტეში ორი ოპოზიციონერი ჟურნალისტი დააკავეს

ეგვიპტის პოლიცია კაიროს ცენტრში პრესის მუშაკთა ასოციაციაში შეიჭრა და ორი ცნობილი ჟურნალისტი დააკავა. ამის შესახებ „ბი–ბი–სი“ იუწყება. პოლიციაში ჟურნალისტების: ამრა ბადრის და მაჰმუდ ელ–საკის დაკავებას ადასტურებენ, თუმცა პრესის ასოციაციაში შეჭრის ფაქტს უარყოფენ. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, ჟურნალისტებს საპროტესტო მოწოდებებში ედებათ ბრალი. ამრა ბადრი – ოპოზიციური საიტის რედაქტორია, მაჰმუდ ელ–საკიც ამ ორგანიზაციაში მუშაობს. საიტზე გამოქვეყნებულ სტატიებში ისინი ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდელ ფატახ სისის ხშირად აკრიტიკებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები