1 დაღუპული და 13 დაშავებული – მორიგი აფეთქება თურქეთში

ცოტა ხნის წინ მორიგი აფეთქება მოხდა თურქეთში. თავდასხმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქალაქ გაზიანებში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციის სამმართველოს შენობასთან ამოქმედდა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია ერთი პოლიციელი, 13 კი დაშავდა, რომელთა შორის რიგითი გამვლელებიც არიან. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. სამართალდამცავები მომხდარში ქურთ სეპარატისტებს ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები