გერმანიის კანცლერი ბალტიის ქვეყნებში დამატებით შენაერთებს გაგზავნის

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ნატოს აღმოსავლეთ საზღვრებზე რუსეთის საფრთხის გამო ის ქვეყნის შეიარაღებული ძალების დამატებით ქვედანაყოფებს გაგზავნის. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
ამასთან მერკელი იმედოვნებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და რუსეთს შორის დიალოგი აღდგება.
ბალტიის ქვეყნებში ნატოს დამატებითი შენაერთების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება ვარშავის სამიტზე იქნება მიღებული, რომელიც ივლისში გაიმართება.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ბალტიის ქვეყნების გარდა ნატო დამატებით შენაერთებს პოლონეთშიც გააგზავნის. საერთო ჯამში 4 ათას სამხედროზეა საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები