თურქეთში ოპოზიციური მედიასაშუალებების 400 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

თურქეთში ოპოზიციური მედიის 400-ზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს. ამის შესახებ გაზეთ Zaman-ის ერთ-ერთმა ყოფილმა კორესპონდენტმა განაცხადა. ჟურნალისტის თქმით, ის და მისი კოლეგები კომპენსაციის გადახდის გარეშე გაათავისუფლეს.
„გაზეთ Zaman-ის ოფისი ანკარაში დღეს დახურეს. მთლაიანად Zaman-დან და Cihan-დან 400 ადმიანია გათავისუფლებული. ყველა ადამიანის გათავისუფლების მიზეზი „სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება“ და „ორგანიზაციის იმიჯისთვის ზიანის მიყენებაა“, – განაცხადა ჟურნალისტმა.
Cihan-ის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ გათავისუფლებული ჟურნალისტების ნავცლად სამსახურში პროსახელისუფლებო მედიის ჟურნალისტებს მიიყვანენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები