ბაღდადში ტერაქტის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

ერაყის დედქალაქ ბაღდადში ტერორისტული აქტის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ერაყის ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთი ბაზრის სიახლოვეს დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. პოლიციის ინფორმაციით, შეტევის მიზანი შიიტი მომლოცველები იყვნენ, რომლებიც იქვე მდებარე მეჩეთისკენ მიდიოდნენ.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, მაგრამ ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ის „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები