შტუტგარტში შეტაკებები მოხდა – პოლიციამ 400 ადამიანი დააკავა

გერამნიის ქალაქ შტურგარტში ულტრამემარჯვენე პარტიის „გერმანიის ალტერნატივის“ ყრილობის დაწყებამდე შეტაკებები მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, პარტიის ოფისთან აგრესიულად განწყობილი ულტრამემარჯვენე დემონსტრანტები მივიდნენ, რომელთა უმეტესობას ნიღბები ეკეთათ და რკინის ჯოხები ეჭირათ.
ულტრამემარჯვენე აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. 400-მდე მომიტინგე პოლიციამ დააკავა. მანამდე კი მათ ქალაქის ცენტრში ავოსადგომის ბლოკირება მოახდინეს და საბურავებს ცეცხლი მოუკიდეს.
პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
შტუტგარტის ხელისუფლების ინფორმაციით, ულტრამემარჯვენე პარტიის „გერმანიის ალტერნატივის“ ყრილობაზე 2000-მდე დელეგატი ჩავიდა.
ეს პარტია გერმანიაში მიგრანტების კრიზისის შემდეგ გახდა პოპულარული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები