ირანში არჩევნების მეორე ტურში ჰასან რუხანის მომხრეებმა წარმატებას მიაღწიეს

ზომიერმა კანდიდატებმა – ირანის მოქმედი პრეზიდენტის ჰასან რუხანის მოკავშირეებმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. 290 – ადგილიან პარლამენტში რეფორმატორებს და ზომიერ კანდიდატებს 130 ადგილი ექნებათ. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
მეორე ტურში, რომელიც 29 აპრილს გაიმართა, 68 მანდატის ბედი წყდებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ზომიერმა კანდიდატებმა ამჯერად 30 მანდატი მიიღეს.
ექსპერტები ამბობენ, რომ რეფორმატორებმა სხვა მოძრაობებზე მეტი ხმები მოიპოვეს, თუმცა ის პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები