სირიის სამთავრობო ავიაციამ ალეპო ისევ დაბომბა – დაღუპულია სამი ადამიანი

სირიის სამთავრობო ძალების ავიაციამ ქალაქი ალეპო ისევ დაბომბა, რომლის ნაწილს ოპოზიციური ძალები აკონტროლებენ. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ქალაქში რამდენიმე ბომბი აფეთქდა. ალეპოს სირიის სამთავრობო ძალები რეგულარულად ბომბავენ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას და ბაშარ ასადის წარმომადგენლებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იყო მიღწეული. ყველაზე ძლიერი შეტევა ქალაქზე ბაშარ ასადის ძალებმა 27 და 28 აპრილს განახორციელეს, რომლის დროსაც 60 ადამიანი დაიღუპა და ასეულობით დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები