საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს 24 პოლიციელი დაშავდა

24 პოლიციელი დაშავდა საფრანგეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებთან შეტაკების დროს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მომიტინგეები შრომით კანონმდებლობაში ცვლილებებს აპროტესტებდნენ, ყველაზე სერიოზული შეტაკებები პარიზში მოხდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბერნარ კაზნევის განცხადებით, ორი პოლიციელის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ერთის – კრიტიკული.
საპროტესტო აქციები, პარიზის გარდა, ნანტში, ლიონში, მარსელსა და ტულუზაში გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საბურავებს ცეცხლი მოუკიდეს და პოლიციას ქვები და ბოთლები დაუშინეს. 100-მდე მომიტინგე დაკავებულია.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც საფრანგეთის პარლამენტი მომავალ კვირას განიხილავს, სამსახურიდან გათავისუფლების დამცავი მექანიზმების შემცირებას ითვალისწინებს. კანონის ავტორთა აზრით, ეს ბიზნესის განვითარებას და უმუშევრობის დაძლევას ხელს შეუწყობს. მოწინააღმდეგეებს კი მიაჩნიათ, რომ დამსაქმებელი ამ შემთხვევაში დასაქმებულს ღირსეულ ხელფასს, ასევე ზეგანაკვეთურ თანხას არ გადაუხდის.
13101411_10205897163419850_522162032_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები