საქართველოს მარტინ შულცი ეწვევა

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იგი ბრიუსელიდან საქართველოში კიდევ ერთი პოზიტიური გზავნილით დაბრუნდება. მისივე ინფორმაციით, ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი საქართველოს უახლოეს თვეებში ეწვევა.
„მე საქართველოში დავბრუნდები კიდევ ერთი პოზიტიური გზავნილით, ახალი ენთუზიაზმით და მოხარული ვარ, რომ ბატონმა პრეზიდენტმა მიიღო ჩვენი მოპატიჟება და გეგმავს, საქართველოს უახლოეს თვეებში ესტუმროს. მჯერა, როდესაც თქვენ საქართველოში ჩამოხვალთ, კარგ ამბებს ჩამოგვიტანთ ევროპარლამენტიდან და თქვენც ბევრ პოზიტიურ რამეს დაინახავთ ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები