მარტინ შულცი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჩვენს შეშფოთებას იწვევს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შულცის თქმით, საქართველო თანამშრომლობს ევროკავშითან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
“ჩვენს შეშფოთებას იწვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ, შეშფოთებულები ვართ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით მეზობელ ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ ტერიტორიული პრობლემები მეზობელ ქვეყნებთან. ეს ელემენტები თამაშობს როლს არა იმ კრიტერიუმის ანალიზის დროს, რომელიც აუცილებელია ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მისანიჭებლად, არამედ, მთლიანად პროცესისთვის, ასოცირებისთვის, ევროინტეგრაციის ფართო ჭრილისთვის”, – აღნიშნა შუცმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები