ლუკა კურტანიძე „ნაციონალებს“ – „ილია ჭავჭავაძეს თქვენისთანა ბერბიჭაშვილებმა ესროლეს“

ილია ჭავჭავაძეს თქვენისთანა ბერბიჭაშვილებმა ესროლეს ტყვია, – ამ სიტყვებით მიმართა უმრავლესობის წევრმა ლუკა კურტანიძემ ”ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს” და სესიაზე 243 გვერდიანი წიგნი წარადგინა. დეპუტატის განმარტებით, წიგნში ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელებული პროექტებია ასახული. ლუკა კურტანიძემ ”ნაციონალურ მოძრაობის” წევრებს წიგნის წაკითხვა ურჩია.
”ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ისტორია მეორდება ხოლმე. ამ ისტორიაში ხალხი თავს იმკვიდრებს ისე, რაც სახარბიელო არ არის. ჩვენი ოპონენტები და არამხოლოდ ჩვენი ოპონენტები – საქართველოს ოპოზიციაში მყოფი ადამიანები – ბატონი აკაკი მინაშვილი, ქალბატონი თინათინი (ბოკუჩავა) გამოდიოდნენ და გვიმტკიცებდნენ იმას, რომ ქვეყანა უფსკრულშია. ქალბატონო თინათინ, თქვენ ფიზიკურად ძალიან სათნო და ლამაზი ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ თქვენ იმ კოშმარს წარმოგვიდგენთ, რისი დავიწყებაც მთელს საქართველოს უნდა. მინდა ის ისტორია შეგახსენოთ, როცა ილია ჭავჭავაძეს თვენისთანა ბერბიჭაშვილებმა ესროლეს ტყვია. დღეს ერის კაცზე ამბობთ… 243-გვერდიანი წიგნია ქალბატონო თინათინ და თქვენ, ნადირაშვილო და ასე შემდეგ, დანარჩენებო – წაიკითხეთ, გადახედეთ. აი ეს სიკეთე, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, გადაამოწმეთ და დარწმუნედებით, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე! ეს იყო 2012 წლამდე. ამის შემდეგ ოთხი წელი გავიდა, როცა ყველა წუთი საქართველოზე ფიქრზე, საქართველოსთვის კეთილ საქმეზეა გამიზნული. ჩვენ, ”ქართული ოცნება” ამაყი ვართ იმით, რომ ვართ თანამებროლები, რომლებიც ერის კაცს აძლიერებს ამ ქვეყანაზე”, – განაცხადა კურტანიძემ პარლამენტის სხდომაზე.
დეპუტატმა ასევე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს მიმართა, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” და მიხეილ სააკაშვილის ლობისტობა, ქართველი ერის და საქართველოს ლობისტობას არ ნიშნავს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები