ზურაბ ტყემალაძე: არც “რუსთავი 2“ -ის და არც სხვა მედიასაშუალების საქმიანობაში ხელისუფლება არ ერევა

არც “რუსთავი 2“ -ის და არც სხვა მედიასაშუალების საქმიანობაში ხელისუფლება არ ერევა, – ამის შესახებ დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ “რუსთავი 2“ -ის საქმეზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
ტყემალაძის თქმით, სასამართლოს უნდა მიეცეს საშუალება, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და აღნიშნულ გადაწყვეტილებას ყველა უნდა დაემორჩილოს.
“რუსთავი 2 -ის, და არა მარტო მათ სარედაქციო პოლიტიკაში, არავინ ერევა მთავრობის და ხელისუფლების მხრიდან. მივცეთ სასამართლოს საშუალება, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და დავემორჩილოთ ყველა ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები