იან კელი: სტივ რასელის მოსაზრებები აშშ-ის მთავრობის პოლიტიკას არ ასახავს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი კონგრესმენ სტივ რასელის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი მოსაზრებები ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოლიტიკას არ ასახავს.
„რა თქმა უნდა, სტივ რასელი წარმომადგენელთა პალატის პატივსაცემი წევრია და უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებები გამოთქვას, მაგრამ მისი მოსაზრებები ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოლიტიკას არ ასახავს,“ – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ.
რამდენიმე დღის წინ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ვრცელი განცხადება გააკეთა და შეერთებული შტატების მთავრობას ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების გაყინვა მოსთხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები