გია ჟორჟოლიანი: „ნაციონალური მოძრაობა” არ დაუმარცხებია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს

დიახ, 2012 წელს მოხდა ისეთი რამ, რაც ძნელად წარმოედგინა “ნაციონალურ მოძრაობას”, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა დეპუტატმა, გია ჟორჟოლიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
გია ჟორჟოლიანმა ბოტანიკური ბაღის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. დეპუტატის განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგში ცენტრალურ ადგილს ბიძინა ივანიშვილი იკავებს.
”დიახ, 2012 წელს მოხდა ისეთი რამ, რაც ძნელად წარმოედგინა “ნაციონალურ მოძრაობას”, ანუ მათი ხელისუფლება დამთავრებულიყო, მათი პოლიტიკური პერსპექტივა დამთავრებულიყო და ის სიცრუის ტირაჟირება, დიქტატი, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, დემოკრატიის სრულად უგულებელყოფა, ადამიანებით მანიპულირება და ა.შ. საქართველოში აღარ არსებულიყო.
”ნაციონალური მოძრაობა” არ დაუმარცხებია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, ეს ქართველი ხალხის გამარჯვება იყო, მაგრამ ამ საქმის ლიდერი იყო ნამდვილად ბიძინა ივანიშვილი. ცხადია, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მუდმივად ესიზმრებათ, ელანდებათ და სიფხიზლეშიც წარმოუდგებათ, რომ ეს არის მათი მთავარი სამიზნე და ამ ადამიანმა დაამთავრა მათი რეპრესიული, ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ზღუდავდა, როგორც გამოხატვას, ასევე ქვეყნის განვითარებას. ისინი, ცხადია, გამოეკიდებიან არარსებულსაც, თეთრს შავად წარმოაჩენენ და ეს არავის უნდა გაგვიკვირდეს”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები