ქანთარია „ნაციონალებს“: ცოცხები არავის მონატრებია

საარჩევნო არღანი უკვე დატრიალებულია და თავისი ხმის წარმოჩენას ყველა ცდილობს, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ნუკრი ქანთარიამ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პარტიამ ფლორისა და ფაუნის მიმართ დაგვიანებული სიყვარული გამოავლინა.
„საარჩევნო არღანი უკვე დატრიალებულია და თავისი ხმის წარმოჩენას ყველა ცდილობს, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობა“. ამ პარტიამ ფლორისა და ფაუნის მიმართ დაგვიანებული სიყვარული გამოავლინა. მათი მხრიდან ერთი ხის გადარგვაზე სისხლის ცრემლები იყო დაღვრილი. ახლა ავიწყდებათ, რომ მივიდნენ და წყალი დაუსხან და ნახონ, რა დღეშია. ახლა ბოტანიკურ ბაღზე ატყდა ამბავი და 4 ჰა ბაღს ჩამოეჭრა. საქმე რაში ყოფილა? თურმე, ივანიშვილს იმ ადგილას რამდენიმე პროექტი აქვს განსახორციელებელი და უნდა, რომ ჰაერს და წყალს პრივატიზაცია გაუკეთოს. თქვენ ჩამოგაცილათ ხელისუფლება თურმე იმისთვის, რომ ამ ყველაფერს დაეუფლოს. ამ რანგის ბოდვებში ხართ გახლართულები და გინდათ, რომ საქართველოც ამ გახლართულ ბოდვაში შეიყვანოთ. საქართველო დაბრმავებული არ არის, რომ დაივიწყოს ის, რაც ხდებოდა. ცოცხები არავის მონატრებია“, – განაცხადა ქანთარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები