გია ვოლსკი: „ლენინელები“ და „სტალინელები“ ჩვენთან არ მეგულებიან

ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, გია ვოლსკის უშუალოდ მათ გუნდში „ლენინელები“ და „სტალინელები“ არ ეგულება.
დეპუტატმა შესაბამისი კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
”ზოგი ”ნორჩებს” გვიწოდებს, ზოგი ”ხანშიშესულებს”. არ ვიცი – „ლენინელები“ და „სტალინელები“ ჩვენთან არ მეგულება. გეოპოლიტიკური მდგომარეობა საქართველოსთვის არის საგანგებო მნიშვნელობის, სატრანზიტო და საპორტო სისტემების განვითარებისთვის და ა.შ. თუმცა, მეორე მხრივ, რასაკვირველია, ნეგატიური ყურადღებაც ამ მიმართულებით გაცილებით მეტია. ე.წ. რბილი ძალა გააქტიურდა, საგანგებო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ევროპარლამენტარები იყვნენ მობილიზებულნი, ღრმად ჩაიხედონ პროცესებში და, მართლაც, ლენინურ-სტალინური თვისებების მქონე დეზინფორმატორებს არ აყვნენ. გეოპოლიტიკური მნიშვნელობის კონტურები უკვე გამოიკვეთა და ახლა საგანგებო ბრძოლის პერიოდში ვართ,“ -განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში სამ ”მცირე პრობლემას” ხედავს.
მისი თქმით, სამიდან ერთ-ერთი „ქართული ოცნების” არცთუ ნორჩ ლენინელსა თუ სტალინელს” უკავშირდება, რომელთა ზოგიერთი განცხადება ბრიუსელში ხვდებათ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები