საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებულ პროექტზე პარლამენტი ხვალ იმსჯელებს

საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ხვალ იმსჯელებს. დღის წესრიგში როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მიერ შემუშავებული პროექტი დგას.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სხდომის წამყვანმა მანანა კობახიძემ განმარტა, რომ ორივე პროექტის განხილვა ხვალინდელ სესიაზე მოხდება. საპარლამენტო უმრავლესობის 81 წევრის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რაც 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს. ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 5%-იანი საარჩევნო ბარიერის, 4%-მდე შემცირება. რაც შეეხება ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებულ ცვლილებებს, რომელიც პარლამენტს 200 000 ხელმომწერის სახელით წარედგინა, ის 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის – პროპორციული წესით, ხოლო 75-ის სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები