„არასწორი სამშენებლო პოლტიკა ზრდის რისკს, რომ მიწისძვრის შემთხვევაში სერიოზული პრობლემები გვქონდეს“

სამშენებლო პოლიტიკის არასწორი დაგეგმარება მიწისძვრის რისკებს ზრდის, – ამის შესახებ „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც გაზაფხულის სეზონთან დაკავშირებულ საფრთხეებზე – წყალმოვარდნაზე, მეწყერზე და მიწისძვრებზე  ისაუბრა.
„საქართველოში უფრო ძველი სამშენებლო ნორმებით განსაზღვრული პრაქტიკა გამოიყენება, ერთი და ორი შენობის აგება კლიმატზე გავლენას ვერ ახდენს, მაგრამ, რეალურად, არასწორი დაგეგმარება და სამშენებლო პოლიტიკა ზრდის რისკს იმისას, რომ მიწისძვრის შემთხვევაში სერიოზული პრობლემები გვქონდეს“,-განაცხადა გოდოლაძემ.
მისივე განცხადებით, ამინდის ცვლილებასთან ერთად, ნალექების ზრდის შემთხვევაში, მოსალოდნელია, გააქტიურდეს მეწყრული კერები. რაც შეეხება სეისმურ პროცესებს, ეს არ უკავშირდება ამინდის ვარიაციებს და სეისმური აქტივობის საფრთხე, ზოგადად, ყოველთვის არის. შეკითხვაზე, თუ რა ვითარებაა ახლა ვერეს ხეობაში და არის თუ არა შესაძლებელი, რომ ამინდის ცვლილებასთან ერთად, გარკვეული საფრთხე შეიქმნას, მან განაცხადა, რომ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ ფლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები