მტკვარმა ახალციხეში ქალის ცხედარი გამორიყა

ახალციხეში, სოფელ ზიკილიასთან, მტკვარმა ქალის ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილი სოფელ წნისის მცხოვრებია, ის ხიდიდან დღეს, დილის საათებში გადახტა. წნისის მცხოვრებლები შემთხვევას შეესწრნენ, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები