ქობულეთის მაცხოვრებლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მოვლენები არასწორი მიმართულებით ვითარდება და მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევენ – კვლევა

სოციოლოგიური ჯგუფის, ”აცეტეს“ მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგად გაირკვა ადგილობრივი მოსახლეობის მოლოდინი და განწყობა ქვეყნის მთავარი პრობლემების მიმართ და მოსახლოების მატერიალური მდგომარეობის მიმართ, რაც დღეს არსებობს.

ქობულეთის მაცხოვრებლების უმრავლესობას (59 %) მიაჩნია, რომ ქვეყანაში მოვლენები არასწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხვის მონაცემებით, ქობულეთის მაცხოვრებლების მხოლოდ 7%-მა (მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ პუნქტებში – 10 %) გამოთქვა მოსაზრება, რომ ქვეყანაში მოვლენები ვითარდება ცალსახად სწორი მიმათულებით, 12%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა. რესპონდენტების კიდევ 22%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში სიტუაცია, ძირითადად, სწორი მიმართულებით ვითარდება. ამასთან ერთად, ქობულეთის მაცხოვრებლების 38% მიაჩნია, რომ ბოლო დროს ქვეყანა ვითარდება, ძირითადად, არასწორი მიმართულებით, 21%   – ცალსახად არასწორი მიმართულებით. მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ პუნქტებში შედეგმა შეადგინა, 35 % და 26 %, შესაბამისად.

გამოკითხულ რესპონდენტთა მესამედს (33 %) მიაჩნია, რომ მათი ოჯახების მატერიალური მდგომარეობა უახლოეს ერთ წელიწადში არ შეიცვლება. მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ პუნქტებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია – 43%. გარდა ამისა, 8% შეადგენს იმათ რიცხვს, ვინც ელოდება, რომ მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა მეტნაკლებად გაუარესდება. კიდევ 4 % თავისი კეთილდღეობის მკვეთრ გაუარესებას ელოდება (6% – სხვა დასახლებულ პუნქტებსი).

ქობულეთში რესპონდენტების წილმა, ვინც  უახლოეს ერთ წელიწადში მატერიალური მგომარეობის მეტნაკლებად გაუმჯობესებას ელოდება, შეადგინა 29%, გაცილებით გაუმჯობესებას – 4 %. კიდევ 22 % გაუჭირდა პასუხის გაცემა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების 70 %-ს მიაჩნია, რომ დასაქმება და უმუშევრობა ქვეყნის საკვანძო პრობლემებია.

გამოკითხვის დროს რესპონდენტები სხვა ეკონომიკურ პრობლემებსაც ასახელებდნენ. კერძოდ, ფასების ზრდა ქობულეთის მაცხოვრებლების 17 %-ს აღნიშნა და მიმდებარე სოფლებში 23 %. ინფლაციის საკითხებს – 16 % და 10 %, შესაბამისად. დაბალი ხელფასები და სიღარიბე – რესპონდენტბის 9 % და 6 %. ასევე, სხვა დანარჩენთან, ადგილობრივმა მოსახლეობამ გაიხსენა ისეთი საკვანძო პრობლემებიც ქვეყანაში, როგორიცაა პენსიები – 6%, ჯანდაცვა – 5%, ტერიტორიული მთლიანობის საკითები  (2 %) და მათთან დაკავშირებული ურთიერთობა რუსეთთან (8 %).

ასევე ცნობილი გახდა, რომ ქობულეთის მოსახლეობის სამი მეოთხედი (75 %) ინტერნეტს იყენებს. მათგან ყოველდღიურად ინფორმაციას იღებენ ქსელიდან – 86 %, კვირაში 2-3-ჯერ – 8 %, კვირაში ერთხელ – 4 %. ქობულეთში გამოკითხულთა 78%-მა უპასუხა, რომ იყენებენ სოციალურ ქსელს, ფეისბუქს, მათგან ყოველდღიურად – 88 %. მუნიციპალიტეტში ფეისბუქის მომხმარებელთა რაოდენობა შეადგენს 75 %-ს, მათგან ყოველდღიურად – 71 %.

ტელეარხებიდან ყველაზე ხშირად უყურებენ ”რუსთავი 2”-ს (37% ქალაქში) და 46% სხვა დასახლებულ პუნქტებში. მეორე ადგილზეა ”იმედი” – 30% და 34%, შესაბამისად. მესამე ადგილი აქვს ”მაესტროს” – 6 % და 7 %. რუსეთის არხებს ქობულეთში უყურებს გამოკითხულთა 18 %. დანარჩენი ტელევიზიების წილი შეადგენს 5 %-ზე ნაკლებს.

კვლევა ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2016 წლის მარტში. გამოკითხვის მეთოდი – პირადი ინტერვიუ. სულ გამოკითხული იყო 1000 მაცხოვრებელი. შერჩევის ბაზისთვის გამოყენებული იყო განახლებული საარჩევნო სიები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები