ქობულეთის გამოკითხული მაცხოვრებლების უმრავლესობა არჩევნებზე მხარს დაუჭერს პარტიას „ბედნიერი საქართველოსთვის“ – კვლევა

საკმაოდ საინტერესო შედეგი, წინასაარჩევნო კვლევის ფარგლებში, რომელიც ჩაატარა სოციოლოგიურმა კომპანია ”აცეტემ“, გამოვლინდა პრეზიდენტობის შესახებ კითხვასთან დაკავშირებით, დღეს რომ ჩატარებულიყო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, მოქმედი პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი მიიღებდა ხმების 14% ქობულეთში და 10% – მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ პუნქტებში. მეორე ადგილზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში არის პარტია ”ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი – 13% და 6% ამომრჩევლების შესაბამისად. საქართველოს ექსპრეზიდენტს მზად არის მხარი დაუჭიროს ქობულეთის ამომრჩევლების 10 % (22 % – სხვა დასახლებულ პუნქტებში). ირაკლი ალასანიას მზად არის, მისცეს ხმა ამომრჩევლების 9 %-მა. ბ. ივანიშვილის მხარდაჭერა შეადგენს 9 % და 8 %, შესაბამისად. გ. კვირიკაშვილი მიიღებდა ხმების 8 %-ს და 7 %-ს.

როგორც კვლევის ანალიზის შედეგად ჩანს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მხრიდან დიდი ინტერესი და ნდობის მაღალი დონე არსებობს ახალი პოლიტიკური ლიდერის – ლეონიდ ჩერნოვეცკის მიმართ და იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მზად არის მხარი დაუჭიროს მოძრაობას ”ბედნიერი საქართველოსთვის” ქობულეთის მოსახლეობის 52 %-მა და მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებული პუნქტის 36 %-მა. პოლიტიკური მოძრაობის წარმატებას ელოდება გამოკითხულთა 50 % და 36 %, შესაბამისად.

ქობულეთის გამოკითხულ მაცხოვრებელთა 78 % დადებითად არიან განწყობილი პარტია ”ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერის მიმართ. ლეონიდ ჩერნოვეცკის, რომელიც ხელმძღვანელობს მოძრაობას ”ბედნიერი საქართველოსთვის” უფრო ენდობა გამოკითხულთა 51 %, მთლიანად ენდობა – 27 %, არ ენდობა – 21 %. გამოკითხულთა მხოლოდ 1 % არ იცნობს ლეონიდ ჩერნოვეცკის.

ჩერნოვეცკის და მისი მოძრაობის ”ბედნიერი საქართველოსთვის” მხარდაჭერის სწრაფ ზრდას, რომელმაც უკვე გაუსწრო ბევრ ძველ საპარლამენტო პარტიას,  სოციოლოგები ხსნიან ხარისხობრივად კარგი ახალი პოლიტიკური ძალების მოთხოვნილებით. ახალი პარტიის იდეებმა და ინიციატივებმა უკვე მოიპოვეს გამოხმაურება ამომრჩეველთა შორის, რითიც აიხსნება ასეთი შედეგი და პარტიის ”ბედნიერი საქართველოსთვის” და მისი ლიდერის რეიტინგის მუდმივი ზრდის ტენდენცია. ასევე, კვლევის თანახმად, ქობულეთის გამოკითხული მაცხოვრებლების 40% და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლების 43% მზად არის, ხმა მისცეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე იმ კანდიდატებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში წარმატებელები არიან და შეუძლიათ გახდნენ წარმატებული დეპუტატები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები