ქობულეთის გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა არჩევნებზე მხარს დაუჭერს  პარტიას „ბედნიერი საქართველოსთვის“ – სოციოლოგიური კვლევა

„ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ‘ბედნიერი საქართველოსთვის“ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხუთ-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ. მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლებიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩატარდება, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამოკითხული მაცხოვრებლების უმრავლესობა მხარს უჭერს  პარტიას „ბედნიერი საქართველოსთვის“. ამის შესახებ სოციოლოგიური კომპანიის „აცეტე“–ზე დაყრდნობით,  პარტიის პრესსამსახური იტყობინება. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მარტში, რომლის დროსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის 1000 მაცხოვრებლის გამოკითხვა მოხდა.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ქობულეთის გამოკითხული მაცხოვრებლების ნახევარზე მეტი (54%) და მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებული პუნქტების გამოკითხული რესპონდენტების (50%)  ამ პოლიტიკური მოძრაობის მიმართ საერთო მხარდაჭერას გამოხატავს. არჩევნებში მზად არის პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ მხარი დაუჭიროს გამოკითხული ქობულეთელების 52%, ხოლო მუნიციპალიტეტის გამოკითხული რესპონდენტების 36 %. დაახლოებით ამდენივე რესპონდენტი ელოდება ამ მოძრაობის პოლიტიკურ წარმატებას. პარტიის წარმატების არ სჯერა გამოკითხულთა მეოთხედზე ნაკლებს.

„ჩვენ არ გვყავს მტრები პოლიტიკაში და პოლიტოკოსებს შორის. ეს პრინციპულია! ჩვენ ხელისუფლებისთვის ვიბრძოლებთ, მაგრამ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, ევროპული მეთოდებით, ინტრიგების და პროვოკაციების გარეშე. ჩვენ გვესმის, რაში მდგომარეობს საქართველოს მოსახლეობის პრობლემები  და ვიცით, როგორ უნდა გადავწყვიტოთ ისინი. დარწმუნებული ვარ, პროგრესულად და პატრიოტულად განწყობილი მოქალაქეები მხარს დაგვიჭერენ“, – აცხადებს „ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი.

ქობულეთში ყველაზე ცნობილი პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნებაა“. კვლევის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი კი ეხება იმას, რომ შეფასებების რეიტინგში პარტიამ „ბედნიერი საქართველოსთვის“ მეოთხე ადგილი დაიკავა და მას  ყველაზე ძლიერი პოზიცია ქალაქ ქობულეთის მაცხოვრებლებს შორის უკავია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების 50% მხარს უჭერს პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ და მის წარმატებას ელიან. ამასთანავე ლეონიდ ჩერნოვეცკის ცნობადობას დადებითი ხასიათი გააჩნია, მას გამოკითხულთა 78% ენდობა, არ ენდობა 21%.

საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ გაიმართოს, მმართველი კოალიციისთვის ხმის მისაცემად მზად არიან ქალაქ ქობულეთის გამოკითხული მაცხოვრებლების 17%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ 11%, ხოლო ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიისთვის 6%. ყველა სხვა პარტიებს ხმას ქობულეთის და მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებული პუნქტების გამოკითხული რესპონდენტების მხოლოდ 5% მისცემდა.

მთავარი მიზეზი, რომელსაც რესპონდენტები ასახელებნდნენ იმ დროს, როდესაც პარტიის არჩევანს ასახელებდნენ, სოციალურად დაუცველთათვის დამატებითი პროგრამების დაწყებას მიუთითებდნენ. ეს პასუხი ქობულეთის გამოკითხული მაცხოვრებლების 28%, ხოლო მიმდებარე სოფლების 16% დააფიქსირა. ასევე არჩევანის მიზეზად დასახელდა: ჯანდაცვის სფეროს ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება (27% და 12% შესაბამისად); პარტიის მიერ იმ პირების ფინანსური დახმარება, რომლებსაც სესხებთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები(24% და 5% შესაბამისად);მუნიციპალიტეტში რეკრეაციული და სპორტული ობიექტების რეკონსტრუქცია ან აშენება (14% და 5% შესაბამისად); პარტია შეძლებს ქალაქის და მიმდებარე სოფლების გაზიფიკაციის უზრუნველყოფას (12% და 72% შესაბამისად) და ასევე წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრას (6% და 16% შესაბამისად).

მოსახლეობის აზრის გამოკითხვა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევის ფარგლებში მიმდინარე წლის მარტში ჩატარდა. პირადი გამოკითხვის მეთოდით 1000 ადამიანი გამოიკითხა, რისთვისაც განახლებული საარჩევნო  სიები იყო გამოყენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები