ბრიუსელში დავით უსუფაშვილის ვიზიტი დაიწყო

ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ვიზიტი დაიწყო. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით უსუფაშვილმა შეხვედრა ევროპარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელმარ ბროკთან და ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტთან, გი ვერჰოვშტადთან, გამართა. შეხვედრებზე ვიზალიბერალიზაციის პროცესის, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების და რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს. ელმარ ბროკმა და გი ვერჰოვშტადმა საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები