გიორგი კვირიკაშვილი: ვისაუბრეთ, თუ როგორ გავაფართოვოთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა

„ვისაუბრეთ, თუ როგორ გავაფართოვოთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ, ჯოზეფ ბაიდენთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა პარტნიორობის 25 წლის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო პარტნიორობის საკითხები განიხილეს, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.

”ჩვენ გვქონდა ძალიან სიანტერესო შეხვედრა ვიცე პრეზიდენტ ჟოზეფ ბაიდენთან. ჯოზეფ ბაიდენი გახლავთ საქართველოს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი. ვისაუბრეთ ჩვენი პარტნიორობის გასულ 25 წელზე. ეს გახლავთ 25 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობა გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან არაერთ სფეროში და ვისაუბრეთ ჩვენი პარტნიორობის შემდეგ 25 წელზე, როგორ განვავითაროთ ჩვენი პარტნიორობა მომავალში, როგორ გავაფართოვოთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, როგორ გავაფართოვოთ ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატი და სიღრმე. ვფიქრობ, ძალიან საჭირო და საინტერესო დიალოგი შედგა. ასევე ვისაუბრეთ საქართველოში დემოკრატიის განვითარების მნიშვნელობაზე და რა თქმა უნდა გვქონდა საუბარი წინასაარჩევნოდ დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნების მნიშვნელობაზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები