საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს ხვდება
ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს ხვდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა თეთრი სახლში, რუზველტის დარბაზში იმართება. საუბრის დაწყებამდე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მედიის წინაშე წარდგნენ. ჯოზეფ ბაიდენი მიესალმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს თეთრ სახლში. შეხვედრაზე აშშ-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრებენ.