ლელა კაკულია პოლიტიკაში „გიორგი ბრწყინვალის“ მოსვლას წინასწარმეტყველებს

საზოგადოებაში წინასწარმეტყველად ცნობილი ლელა კაკულია საქართველოს სოციალურ რევოლუციას უწინასწარმეტყველებს, კერძოდ კი, ის ქართულ პოლიტიკაში „გიორგი ბრწყინვალის“ მოსვლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი მეშვეობით ქვეყანა არაერთ წარატებას მიაღწევს.
კაკულიას განცხადებით, თანამედროვე „გიორგი ბრწყინვალე“ ამ ეტაზე ახალგაზრდაა და აქტიურ პოლიტიკაში არ ჩანს, თუმცა ის ძლიერი, მებრძოლი და სულგრძელი პიროვნებაა, რომელიც ასპარეზზე სულ მალე გამოჩნდება.
როგორც კაკულიამ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღნიშნა, „გიორგი ბრწყინვალე“ მალე ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ პოლიტიკურ პარტიას ჩამოაყალიბებს და დიდ წარმატებასაც მიაღწევს. მის ხელში კაკულია საქართველოს გაბრწყინებულს ხედავს. „ის საქართველოს გააბრწყინებს, ზოგადად, ჩვენს ქვეყანას ძალიან ნათელ ფერებში ვხედავ. საქართველო გაძლიერდება, გამდიდრდება და დაკარგულ ტერიტორიებსაც შემოიერთებს“,- აცხადებს კაკულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები