არჩილ გორდულაძე: ეუთოს რეზოლუციები რომ წავიკითხოთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ საშინელებათა ფილმში ვცხოვრობთ, შემდეგ უბრალოდ ფანჯარაში გავიხედავთ და ვხედავთ, რომ ისევ ის საქართველოა და არა რაღაც სიურრეალისტური სამყარო

“ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ძალები, რომლებსაც განსაკუთრებული გავლენა აქვთ ახლა უკვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, ევროპარლამენტზე, მათ შორის დიდ ბრიტანეთზე კიდევ უფრო ძირძველია მათი გავლენები, არსად წასულან და არც მათი სურვილი საქართველოს დამორჩილებისა, არსად დაკარგულა”,- ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძემ ევრობიუროკრატიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კომიკურია ის ფაქტი, რომ ეუთო თავისი განცხადებებით ეწინააღმდეგება საკუთარ დასკვნას 2024 წლის არჩევნებზე.

„ჩვენ ვხედავდით და ვხედავთ მათ განსაკუთრებულ ძალისხმევას საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულს და ცდილობენ, რომ როგორმე წარმოაჩინონ 180 გრადუსით განსხვავებული რეალობა. მათი რეზოლუციები რომ წავიკითხოთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ საშინელებათა ფილმში ვცხოვრობთ. შემდეგ უბრალოდ ფანჯარაში გავიხედავთ და ვხედავთ, რომ ისევ ის საქართველოა და არა რაღაც სიურრეალისტური სამყარო.

ყველაზე კომიკური ამ ყველაფერში ის არის, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა თავისი განცხადებებით პირდაპირ უპირისპირდება ეუთოს და აქამდე მიიყვანა ამ ძალებმა საერთაშორისო ორგანიზაციები. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ორგანიზაციებს ფუნქციაც კი ეკარგებათ. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს წესრიგი ირღვევა და გეოპოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება. ამ დიდ გეოპოლიტიკურ ძვრებში საქართველოს აქვს უმნიშვნელოვანესი ადგილი მათ შრის შუა დერეფნიდან გამომდინარე და ა.შ.“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები