ლელა კაკულიას ახალი პროგნოზები – ვინ მოხვდება პარლამენტში და გახდება თუ არა მისი ქალიშვილი ახალი მინისტრი

ლელა კაკულია, რომელსაც საზოგადოება წინასწარმეტყველად იცნობს, მომავალ საპარლამენტო არჩევნზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში უპირობო გამარჯვებული იქნება. შეკითხვაზე, თუ ვის ხედავს ახალ პოლიტიკურ ლიდერად, ის აცხადებს, რომ ეს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეა. ამასთან, კაკულია აცხადებს, რომ პოლიტიკაში სულ მალე მისი ქალიშვილიც გამოჩნდება, რომელსაც ასევე აღმოაჩნდა წინასწარმეტყველური ნიჭი.ის ახლა განათლებას უცხეთში იღებს და საქართველოში სულ მალე დაბრუნდება, ამის შესახებ ის გაზეთ „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.

– როგორ არჩევნებს უნდა ველოდოთ და რომელი ძალა გაიმარჯვებს?
– ამას წინასწარმეტყველებაც არ უნდა. გამარჯვებული ძალა „ქართული ოცნება“ იქნება, თუმცა არა, მნიშვნელოვნად. მთავარი არჩევნების შემდგომი პერიოდია. მათთვის არჩევნების შემდგომ მძიმე პერიოდი იქნება.
– უნდა ველოდოთ არჩევნებზე დაპირისპირებას?
– წვრილი დაპირისპირება იქნება. პარტიები ერთმანეთს დაჭამენ, როგორც ყოველთვის, მაგრამ არა, ეს არ იქნება მნიშვნელოვანი. ყველაფერი კარგად ჩაივლის.
– თქვენი აზრით? რომელი პარტიები მოხვდებიან პარლამენტში?
– „ქართული ოცნება“, ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მნიშვნელოვანი ხმების რაოდენობით „რესპუბლიკელებიც“ გახდებიან წევრები და ვნახოთ. ახალი პარტიების შექმნა გაგრძელდება. მე ამას ჯერ კიდევ როდის ვწინასწარმეტყველებდი, გიორგი ბრწყინვალეზე რომ ვამბობდი, გიორგი თარგამაძეს ეგონა, რომ სწორედ ის იყო, არადა ვიცოდი, რომ ჟურნალისტიკაში დაბრუნდებოდა და ვერ მიაღწევდა წარმატებას. ასევე ვუწინასწარმეტყველე ჯაბა იოსელიანს, რომ ციხეში მოხვდებოდა და რომ გამოვიდოდა, დიდ იუბილეს გადაუხდიდნენ თეატრში. ეს ყველაფერ ზუსტად ახდა და მის იუბილეზე პატრიარქიც კი იყო მისული.
– რას გვეტყვით ახალ პოლიტიკურ ლიდერებსა და ქალ ლიდერებზე?
– რაც შეეხება ახალ ლიდერებს, ზურაბ ჯაფარიძეა საინტერესო პერსონა, თუმცა მე მას მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრად უფრო ვხედავ.ძალიან კარგი მინისტრი იქნება ამ მიმართულებით. ქალებში სალომე ზურაბიშვილი ძალიან ძლიერი ქალია. და ის კვლავ დაბრუნდება ქართულ პოლიტიკაში. მაია ფანჯიკიძეს მომავალსაც ვხედავ. ის არსად წავა. ერთს გეტყვით, ჩემი ქალიშვილი ემზადება პოლიტიკისთვის და ის ძალიან სერიოზულ ადგილს დაიკავებს. ერთ-ერთი წამყვანი მინისტრი გახდება. თან თამარ წინასწარმეტყველური უნარებიც აღმოაჩნდა. თუმცა ამ უნარებს არ ვუღვივებთ. პოლიტიკაში ეს ყველაფერი მას დაეხმარება. ახლა განათლებას უცხოეთში იღებს და იქიდან ძალიან ძლიერი და ჩამოყალიბებული დაბრუნდება,-აცხადებს კაკულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები