ვინ მართავს არაფორმალურად ოდესის საბაჟოს

ოდესის საბაჟოს არაფორმალური მმართველები მამუკა ტუღუში და გიორგი ცხაკაია არიან, – ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, მამუკა ტუღუშს საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების დროს ფინანასური პოლიციის საბაჟო წესების დარღვევიასთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა და ქვეყნის მასშტაბით არსებულ საბაჟოებს აკონტროლებდა.
როგორც სტატიის ავტორი წერს, ტუღუში დავით კეზერაშვილის მარჯვენა ხელად მიიჩნეოდა. გამოცემის ცნობით, ტუღუშთან საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმენა არაერთ იმპორტიორს, რომელთაც საბაჟოზე, ოფიციალური გადასახადის გარდა, „ლევი“ ფულის გადახდას სთხოვდნენ.
როგორც „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი ყვება, საბაჟოებიდან შემოსულ „შავ ფულს“ სწორად მამუკა ტუღუში აკონტროლებდა. მისივე ინფორმაციით, ის იმპროტიორების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოიერჩეოდა და მცირე დარღვევის გამო ნებისმიერს საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. „ტუღუში აკონტროლებდა საბაჟოზე „შავ ფულს“, რომელიც ზემდგომ პირებთან მიჰქონდა“, – ყვება ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც უწყება ჯერ კიდევ დავით კეზერაშვილის დროს დაატოვებინეს.
რაც შეეხება გიორგი ცხაკაიას, რომელსაც, ასევე, ოდესის საბაჟოს არაფორმალურ კონტროლს უკავშირებენ, „პრაიმტაიმის“ ცნობით, ის სააკაშვილის ხელისუფლების დროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა. 2009 წლის სექტემბრიდან შემოსავლების სამსახურს ხელმძღვანელობდა. ამ პოსტზე მისი სახელი არაერთ სკანდალს დაუკავშირეს. ამბობენ, რომ ცხაკაია პირადად იბარებდა ბიზნესმენებს და შესაძლოა, პრობლემის თავიდან ასაცილებლად არაფორმალურ გადასახადებს სთხოვდა. 2011 წელს მან შემოსავლების სამსახურიდან თბილისის მერიაში გადაინაცვლა და გიგი უგულავას მოადგილე გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები